22 ივლისს რაჭა-ლეჩხუმში რიგით მეორედ ჩატარდა ღვინის ფესტივალი, სადაც სუპერმარკეტების ქსელი ბილიონის დელეგაცია რეგიონის დიდ, საშუალო და მცირე 65 მარნის ღვინოს გაეცნო.
ფესტივალის ფარგლებში :
- გამოვლინდა რაულ სურმანიძის მიერ შერჩეული 6 საუკეთესო ღვინის სახეობა
- მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები
- ჩატარდა ღვინის მასტერკლასები
- მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობა რეგიონის გასტრონომიული ტრადიციებისა და ეთნოკულტურის წარმოსაჩენად
უნიკალური მიკრო-კლიმატის წყალობით, რაჭა-ლეჩხუმი ქართული მეღვინეობისთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც გამოირჩევა ენდემური ვაზის ჯიშებისა და ხარისხიანი ღვინის მრავალფეროვნებით.
ფესტივალი, მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის კარგი შესაძლებლობაა, შესაბამისად სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას.