სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ბილიონის თონეში

01.03.2024
ბილიონის თონეს პატარა სტუმრები ეწვივნენ.  მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, აინტერესებდათ რა პროცესს გადის თონეში გამომცხვარი პური, სანამ დახლებზე გემრიელ სურნელს დაატრიალებს.   ჩვენმა მეშოთემ, ივანე ბაიდოშვილმა მათ ქართული პურის რამდენიმე სახეობა გააცნო და მოუმზადა. პატარებმა დააგემოვნეს დედას პური, ლავაში, კახური და ქალაქური შოთი.    მადლობა კლასის დამრიგებელს, თითოეულ მშობელსა და ბავშვს საინტერესო აქტივობისთვის.