ბავშვთა დაცვის დღე 2024

03.06.2024

პურის ცხობის მასტერკლასმა ბილიონში, მხიარული განწყობით და დიდი ჟრიამულით ჩაიარა.

შერიფ ხიმშიაშვილის 65 ნომერში, სპეციალურად ბავშვთა დაცვის დღისთვის მოეწყო სადღესასწაულო სივრცე, სადაც მთელი დღის განმავლობაში პატარებს ვუმასპინძლეთ, ბავშვებმა ჩვენი მეშოთეების დახმარებით, სასურველი ფორმის ხრაშუნა პურები დააცხვეს და ადგილზე დააგემოვნეს. 

მასტერკლასის დასრულებისთანავე კი ყველა მონაწილეს სხვადასხვა გემრიელობა და სასაჩუქრე ნაკრები გადავეცით მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის და ამ დღის კიდევ უფრო სასიამოვნოდ წარმართვისთვის